გერმანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

დასავლეთ გერმანიაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა21-მდე კი დაშავდა.

ინციდენტი ბედბურგ-ჰაუში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მოხდა. თავშესაფრიდან 46 მაცხოვრებელი უკვე ევაკუირებულია - ისინი შესაძლო დაზიანებებისთვის სამედიცინო შემოწმებას საჭიროებენ.

პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილას დაშავდნენ მეხანძრე და მაშველი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ.

ხანძრის გამომწევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი