ფარული დაპირისპირება სულ უფრო ღია და მწვავე ხდება. "ქართული ოცნების" ორი კლანი, რომლებიც თითქოს დაზავდნენ, ახალი ძალებით უტევენ ერთმანეთს. პოსტიდან გაშვებული ჯანდაცვის მინისტრი უხმაუროდ წასვლაზე უარს ამბობს და საჯარო გზავნილში წარმატებას უსურვებს ყველას ახალი პრემიერმინისტრის გარდა. თავად ირაკლი კობახიძეს კი უკვე დაუბლოკეს ჯანდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატები და მთვრობის მეთაური იძლებული გახდა დღევანდელის მინისტრთა კაბინეტის სხდომა გადაედო.
და ეს მხოლოდ დასაწყისია. წყარო მმართველი პარტიიდან "მთავარ არხს" უდასტურებს, რომ შიდა კლანური დაპირისპირება ამით არ დასრულდება და მთავარი ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში ჯერ კიდევ წინ არის. პოსტიდან გასაშვებების რიგში ირაკლი კობახიძემ უკვე ჩააყენა იუსტიციის მინისტრი და აჭარის მთავრობის მეთური.