ქართველი ახალგაზრდები რუსულ პროპაგანდისტულ ფესტივალზე | "ოცნება" "პრიმაკოვის ფონდის" ვოიაჟში პრობლემას ვერ ხედავს

გამოქვეყნდა:

ქართული დელეგაცია რუსულ პროპაგანდისტულ ფესტივალზე. უკვე მეოთხე დღეა, ახალგაზრდები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან აქტიურად არიან ჩართული ვლადიმერ პუტინის ორგანიზებით გამართულ ფორუმში. ღონისძიება სოჭში იმართება და 40-კაციანი ქართული ჯგუფი თბილისიდან "პრიმაკოვის ფონდის" ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ წაიყვანა.

კრემლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაში აფხაზი და ოსი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ - როგორც სუვერენული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებ - და ქართული დელეგაციისთვის ამას პრობლემები არ შეუქმნია. ისევე როგორც "ქართული ოცნებისთვის", რომელსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია სოჭში ახალგაზრდების გამგზავრებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი