
კრემლის ღია მუქარა ბერლინის მისამართით. საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა დღეს არ დამალა, რომ მოსკოვი უკიდურესად გაღიზიანებულია და მზად არის რადიკალური ქმედებებისთვის. მარია ზახაროვამ გერმანელ ერს ნაციზმის ეპოქა გაახსენა და საშინელი შედეგით დაემუქრა, თუ ვითარება არ შეიცვლება. ამ უკიდურესი გაღიზიანების მიზეზი კი ბერლინის სამხედრო გეგმები გახდა. რუსულმა დაზვერვამ მოიპოვა და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა გერმანელი მაღალჩინოსნების საუბარი, რომელშიც განიხილება უკრაინელებისთვის ისეთი რაკეტების გადაცემა, რომლებიც ყირიმის ხიდს მიწვდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი