
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა სავალდებულო რეკომენდაციების ნუსხაში რჩება, მაგრამ "ქართული ოცნება" მის შესრულებას არ ჩქარობს. ევროკომისია მოითხოვს, შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტდება და რომელიც ქართველ მოსამართლეებს შეამოწმებს. არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლო გუშაგი 62-კაციან სიას აქვეყნებს, რომლის ფიგურანტებიც სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ და მათი კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნებს ბადებს.
სიის მონაწილეები ძირითადად სასამართლო კლანის წევრები არიან, გამომდინარე აქედან, ექსპერტებს ნაკლები მოლოდინი აქვთ, რომ მათი საქმიანობის შესწავლა ხელისუფლების ინტერესებში შედის.
ავტორი: დავით კობიძე