"2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები... ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს და მას ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები... ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს და მას ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4", - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.

მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, - წერს მელია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი