გერმანიის საავადმყოფოში შეიარაღებული პირი შეიჭრა | მიმდინარეობს სპეცოპერაცია

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, აახენის ლუისენ ჰოსპიტალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

პოლიციის პირველადი ინფორმაციით, 65 წლის შეიარაღებული ქალი საავადმყოფოში შუადღისას შეიჭრა, პიროტექნიკა გამოიყენა, რის შედეგადაც კვამლი გაჩნდა და ახლა რამდენიმე პირს ემუქრება.

ტერიტორია პოლიციის მიერაა გარშემორტყმული, დაკეტილია მიმდებარე ქუჩები. ასევე შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს მოერიდონ ლუისენ ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიას.

ამ დროისთვის, დაუდგენელია შეიარაღებული პირის ვინაობა. ასევე გაურკვეველია დაშავდა თუ არა ვინმე და რა პირობებს აყენებს ეჭვმიტანილი. ამჟამად კლინიკის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი