რუსეთის მიერ გაშვებული 22 "შაჰიდიდან" 18 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს. 

როგორც უწყება ამბობს, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან (ბალაკლავას რაიონიდან) გაუშვეს.

"თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები. საბრძოლო ოპერაციის შედეგად, საჰაერო თავდაცვამ ოდესის რეგიონში 18 "შაჰიდი" გაანადგურა," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი