
უკრაინული მედია იუწყება, რომ 4 მარტის 23:35 საათიდან დაახლოებით დილის 8 საათამდე ყირიმის ხიდი დაკეტილი იყო.
"ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა დროებით იბლოკება. ხიდზე და სადამკვირვებლო ზონაში მყოფებს ვთხოვთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიჰყვნენ მოძრაობის უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებებს", - აფრთხილებდნენ მოსახლეობას.
ხიდის ჩაკეტვის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქერჩის მცხოვრებლებს ღამით აფეთქებების ხმები ესმოდათ.
ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელების დარტყმის შედეგად რუსული საპატრულო გემი "სერგი კოტოვი" ჩაიძირა. რუსეთის ან უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.