ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325 მლნ-ით გაიზარდა | Bloomberg-ის სია

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ გაიზარდა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, "ოცნების" დამფუძნებლის ქონება ამ დროისთვის 6.92 მლრდ დოლარს შეადგენს. 

ამ მაჩვენებლით სიაში ის 374-ე ადგილზეა. წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, ივანიშვილის ქონება 325 მლნ დოლარით გაიზარდა. 

Bloomberg წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში გამოიმუშავა რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი კი საქართველოს პრემიერმინისტრად არჩევის წინ 2012 წლის ოქტომბერში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი