ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, ამ თანამდებობიდან კობახიძემ 1-ელ მარტს გაათავისუფლა.

დღეს დილით კი დააანონსა, რომ ბარნაბიშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი