კენიაში სასწავლო თვითმფრინავი სამგზავროს დაეჯახა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

საფრენოსნო სკოლის კუთვნილი თვითმფრინავი კენიაში სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა და ნაირობის ნაციონალურ პარკში ჩამოვარდა. შედეგად სტუდენტი პილოტი და მისი ტრენერი დაიღუპნენამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ნაირობის ვილსონის აეროპორტში დაეშვა. ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ 39 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წვერი არ დაშავებულა.

კენიის სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, ინციდენტი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 10:05 საათზე, მოხდა. ავიაკომპანიის დეპარტამენტმა და პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი