
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მისი უფლებების დარღვევებინ და დეპოლარიზაციის აღმოფხვრის გზები - ამ თემაზე საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გაეროს ოფისის მრჩეველთან მშვიდობის და განვითარების საკითხებში ოლეგ პროციკთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ქვეყანა, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს დემოკრატიული არაა მნიშვნელოვანია, საარჩევნო წელს გათვალისწინებული იყოს თანასწორობის პრინციპი:
"იმ ქვეყანაში, სადაც არსებობენ პოლიტპატიმრები არ არსებობს დემოკრატია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად კონკრეტული თემის გასაღები იქნება სალომე ზურაბიშვილი, თუ საერთო პოლიტიკური შეთანხმება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეთანხმება უნდა შედგეს პოლიტიკურ მხარეებს შორის. ჩვენ ისევ ვამბობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში 2024 წელი არის საარჩევნო წელი, უნდა იყოს თანასწორობის პრინციპი აუცილებლად გათვალისწინებული, უნდა იყოს დეპოლარიზაცია, იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ გარემოში."- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, აკაკი ხუსკივაძემ
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, თინათინ ქავთარაძის თქმით, წარმოუდგენელია იმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რომლის ოპოზიციური ძალის ლიდერიც პოლიტიკური პატიმარია.
"ჩვენი გზავნილი არის იგივე რაც იყო დიპკორპუსთან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, რაც გვინდა ძალიან და ქვეყანაში გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები და მაშინ, როდესაც უდიდესი ოპოზიციური ძალის ლიდერი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს არის წარმოუდგენელი ევროპული ინტეგრაციისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციისთვის მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და გამოძიება იმ საკითხებისა, რაც ეხება მის მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას." - ამბობს ქავთარაძე.