ნომერი 4 - ნიკა მელიას საარჩევნო ნომერი | პოლიტიკოსის ოფიციალური განაცხადი გაკეთებულია

გამოქვეყნდა:

ნომერი 4 - ახალი პოლიტიკური ნიშანი ქართულ რეალობაში. ნიკა მელიას პოლიტიკურმა გუნდმა დღეს ფაქტობრივად დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ამ ნომრით იწყებს. თუმცა პარტნიორების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. პოლიტიკური მეგობრებისგან საჩუქრად მიღებულმა ოთხიანმა მელია კიდევ უფრო დააშორა ხუთიანს. "ნაციონალურ მოძრაობაში" საერთოდ არ ერთვებიან პოლიტიკური პარტნიორობის თემის განხილვაში. მთავარი არჩევანი კი სავარაუდოდ ნიკა გვარამია და მისი გუნდი იქნებიან. მართალია საბოლოოდ ჩამოყალიბებული და საჯაროდ გაცხადებული გვარამია-მელიას ერთობა ჯერ არ არსებობს, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" უკვე უკიდურესადღელავენ ამ პოლიტიკური ტანდემის გამო. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი