მიჩიგანში, საწყობში გაჩენილ მასიურ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

მიჩიგანის ქალაქ კლინტონში საწყობში გაჩენილ მასიურ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა მეხანძრეც. ცეცხლი საწყობს გაუჩნდა, სადაც ე.წ. "ვეიპები", ტელეფონის ჩასადებები და სხვა პროდუქცია ინახებოდა.

მედია წერს, რომ გაზის ბალონების აფეთქების შედეგად ნამსხვრევები ერთი მილის (1.6 კმ) რადიუსზე მიმოიფანტა. ოფიციალური პირების განცხადებით, 19 წლის ბიჭი სწორედ ნამსხვრევმა იმსხვერპლა.

ხანძარი, ამ დროისთვის, ლოკალიზებულია. პოლიციამ გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი