სამართლებრივი დავა კულტურის მინისტრთან კიდევ ერთი მეცნიერის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ დაადგინა რომ თეა წულუკიანმა თემურ შარიქაძე, რომელსაც ეროვნულ მუზეუმთან 45-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. მინისტრის რეპრესიების მსხვერპლი მეცნიერები მიმართავენ პრემიერმინისტრს და მოითხოვენ კობახიძემ გაარკვიოს, რატომ იხარჯება ბიუჯეტის ფული წულუკიანის პოლიტიკურ და პირად ახირებებში.