აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი, თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი, თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ სახდეპის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. 

ცნობილია, რომ მის მოვალეობას სახდეპის მდივნის მოადგილე ჯონ ბასი შეასრულებს, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო.

"ვიქტორია ნულანდმა შემატყობინა, რომ უახლოეს კვირებში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამ პოსტზე ის პრეზიდენტ ბაიდენის სწრაფვას ახორციელებდა, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენს საგარეო ცენტრში, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ დროში აღადგინოს ამერიკის გლობალუტი ლიდერობა.

[...]

მისი ძალისხმევა უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ასევე, უკრაინის დასახმარებლად იმ დღის მიღწევაში, როდესაც ის ფეხზე მტკიცედ დგომას შეძლებს დემოკრატიული, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, შეუცვლელი იყო, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორია ნულანდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობაზე, 35 წლის განმავლობაში, 6 პრეზიდენტისა და 10 სახელმწიფო მდივნის დროს მუშაობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი