
წითელ ზღვაში ინტერნეტის გლობალური კაბელები გაწყდა. თავდასხმა, სავარაუდოდ, იემენის მიერ დაფინანსებულ დაჯგუფებას - "ჰუთებს" უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ანონიმურ
ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური პირების განცხადებით, წითელი ზღვის ქვეშ, გლობალური ინტერნეტის და ტელეკომუნიკაციის უზრუნველმყოფი სამი კაბელი გაწყდა. ამის გამომწვევი ოფიციალური მიზეზები, ამ დროისთვის, უცნობია.
ცნობილია, რომ გადაჭრილი ხაზები მოიცავს წითელ ზღვაზე გამავალი ტრაფიკის 25%-ს, აფრიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის მონაცემების გადამტან ხაზებს. ჰონკონგში დაფუძნებული HGC Global Communications-ის განცხადებით, მათ შორისაა: აზია-აფრიკა-ევროპა 1, ევროპა-ინდოეთის კარიბჭე, Seacom და TGN-Gulf.
თუმცა, გამოცემა Associated Press წერს, რომ "ჰუთებმა" ინტერნეტის ხაზებზე თავდასხმა უარყვეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს Meta-ში გაერთიანებული სოციალური ქსელები, Facebook, Instagram და Messenger გაითიშა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს გათიშვა ინტერნეტის გლობალური კაბელების გაწყვეტას.