შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებების დაწყებაა და იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპამდე საქართველო სწრაფად მივა | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

"გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანამ საბოლოო მიზანს მიაღწიოს, უნდა გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი. შემდეგი ეტაპი არის მოლაპარაკებების დაწყება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპამდე საქართველო სწრაფად მივა. ამისთვის შესასრულებელია 9 დათქმა და ამ დათქმების შესრულების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ იმ მოხსენებაზე მუშაობა, რომელიც ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს და ამისთვის ვიმუშავეთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრამდე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.

მე ვიცი, რომ წელს საქართველოში არჩევნებია და მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები დიდ ყურადღებასა და ენერგიას წაიღებს ყველა პოლიტიკური ლიდერისგან, მე იმედი მაქვს, რომ 9 დათქმაზე მუშაობა გაგრძელდება და ოქტომბრისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული".

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი