შვებაა იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში | პაპუაშვილი პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" 26 თებერვალს დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო პარტიის დარჩენილი ქონების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემას, იმ შემთხევავაში, თუ პარტია ბიუროს 2 წლის განმავლობაში არ წარუდგენს ფინანსურ დეკლარაციას.

"ქართული ოცნება" კრიტიკის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ ცვლილების მიზანია "მკვდრი პარტიები" გაუქმდეს და საჯარო რეესტს საქმიანობა შეუმსუბუქდეს.

"ეს ეხება პარტიებს, რომლებიც არის უმოქმედო და რეალურად ფურცელზე არსებობენ მხოლოდ და ეს არის მათთვისაც შვება, იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ სინამდვილეში და ამით სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ რეესტრი განიტვირთოს მკვდარი პარტიებისგან, არარესებული პარტიებისგან, და იყოს უფრო მეტი სიცხადე პარტიულ ლანდშაფში. მათ შორის, პარტიული ლანდშაფტისთვისაც არის შეიძლება საინტერესო იმ მხრივ, რომ დიდი რაოდენობა რომ არ იქნება პარტიების ეს მეტ სიცხადეს შემოიღებს, შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო იყოს, რომ რაღაც დასახელება პარტიის გამოთავისუფლდეს და შემდეგ დაფუძნდეს ასეთი დასახელების პარტია", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ შესაძლოა მმართველმა ძალამ კანონი სუბიექტურად გამოიყენოს. მათივე თქმით, აღნიშნული ევროკომისიის 9 რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი