
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განახლებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემის, "სერგეი კოტოვის" განადგურებას 7 ოკუპანტი ემსხვერპლა, დაშავდა 27.
"განახლებული ინფორმაციით, ქერჩის სრუტესთან განადგურებული რუსული გემის "სერგეი კოტოვის" ეკიპაჟის სულ მცირე 27 წევრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო..წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია 7 მეზღვაური", - ნათქვამია განცხადებაში
შეგახსენებთ, უკრაინულმა დრონებმა 5 მარტის გამთენიისას რუსული საპატრულო გემი "სერგეი კოტოვი" დაბომბეს.