საფრანგეთი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი ჩეხეთის წინადადებას დათანხმდა. ოფიციალური პარიზი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ამის ანონიმურად გაკეთებას ამჯობინებენ.

მონაწილეობაზე თანხმობა საჯაროდ განაცხადეს ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო და ბელგიამ, რომლის წილი 200 მილიანი ევრო იქნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი