პრემიერი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პრემიერი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ისლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.  
განიხილეს სხვადასხვა სფეროში დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვიზიტების შემდგომი გაცვლისა და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა ამ მიმართულებებით არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი