საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დღეს ოდესაში ჩავიდა და თავისი ქვეყნის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, ოდესაზე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა არც თუ ისე შორის იმ ადგილიდან, სადაც ზელენსკი იმყოფებოდა. საბერძნეთის პრემიერი კი, მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.
შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია მაინც შედგა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ის პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მორიგი სარაკეტო იერიშის შესახებ ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდასხმას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა.