"ვოლსკი რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს ხვდება, განიხილავენ აფხაზეთთან ურთიერთობებს" | "დროა" ვიდეოს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"ვოლსკი რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს ხვდება, განიხილავენ რუსეთთან ურთიერთობებს", - ამის შესახებ 
"დროა" სოციალურ ქსელში წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს.

ამ წუთებში რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი და რუსი დეპუტატი გია ვოლსკი ერთმანეთს ხვდებიან კაფე მელოგრანოში, საქართველოს პარლამენტის გვერდით.
განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
- აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
- პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
- საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
- ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - წერს "დროა".

ფოტო: "დროა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი