
სქემა მზად არის - თარიღი დანიშნულია. ათ მარტს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორობის მსურველების ტესტირებას ატარებს. "ქართული ოცნება" ცდილობს, სკოლები პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქციოს - აცხადებენ განათლების ექსპერტები და ხელისუფლების ოპონენტები.
მათი არგუმენტები ემყარება ფაქტებს, რომლებიც არაერთხელ დადასტურდა ჩაშლილი ტესტირებების პროცესში და კონკურსიდან მოხსნილი კანდიდატების შემთხვევაში. განათლების სისტემის მიმართ უნდობლობას ადასტურებს სტატისტიკაც, რომელიც 1200-ზე მეტ ვაკანსიაზე არც თუ მაღალი კონკურსის მაჩვენებელია.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე