"დროას" ლიდერები საეჭვო პოლიტიკური შეხვედრის კადრებს ავრცელებენ. სოციალურ ქსელში გაჩნდა კადრები, რომლებიც ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის და რუსეთდან საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენის დავით ხიდაშელის შეხვედრას. კონსულტაციები პარლამენტის მახლობლად მდებარე კაფეში მიმდინარეობს და დროას წევრები ამტკიცებენ, რომ საუბრის მთვარი თემა აფხაზეთი, რკინიგზა და სეპარატისტებთან პოლიტიკური ურთიერთობებია.
"დროა" ვოლსკისა და ხიდაშელის საუბრიდან ნაწყვეტებსაც აქვეყნებს:
ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:
1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
4. “რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული” - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
5. “7 კომპანიაა და 20% დღგ” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
6. “მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი.” - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს.