რუსეთი ,როგორც გლობალური გამოწვევა მსოფლიოსთვის. აგრესორი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეები და ამ საფრთხეებთან გამკლავების გზებზე მსჯელობდნენ თბილისში ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსები რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოზე, როგორც რუსეთის ერთ-ერთ სამიზნეზე და იმ ფაქტზე, რამდენად დიდია არჩევნებში კრემლის ჩარევის საფრთხე. ანალიტიკოსების შეფასებით, დასავლეთმა გაიაზრა გლობალური გამოწვევები და სწორედ ეს გეოპოლიტიკური პროცესები გახდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი. მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთ-ერთი ტესტი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.