წითელ ზღვაში "ჰუთების" თავდასხმას ამერიკული გემის ეკიპაჟის 2 წევრი ემსხვერპლა | არიან დაშავებულები და ტყვედ აყვანილები

გამოქვეყნდა:

"ჰუთები" წითელ ზღვაში, ადენის ყურეში, ამერიკულ გემს, სახელად True Confidence, რომელიც ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავდა, თავს დაესხნენ. 

როგორც გამოცემა CNN-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, გემზე თავდასხმას ეკიპაჟის წევრებიდან სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 6. ასევე, მედიის ინფორმაციით, "ჰუთებმა" ტყვედ აიყვანეს ეკიპაჟის სამი წევრი. 

ინციდენტი დაახლოებით 11:30 საათზე (სანას დროით) მოხდა. ოფიციალური პირის თქმით, კოალიციის ხომალდები ახლა რაიონში იმყოფებიან და სიტუაციას აფასებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი