"საარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს" | ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისიამ დაადგინა, რომ  ქართულმა ოცნების მიერ მიღებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. კანონს მონიტორინგის ჯგუფი თავად გადაუგზავნის შესასწავლად ვენეციის კომისიას.

ქართული ოცნება კი  ევროპელ პარტნიორებს ისევ ანტიდასავლური პროპაგანდით უპირისპირდება და ამბობს, რომ არ აპირებს ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს ის პაკეტი, რომლითაც მას ერთპარტიული ცესკოს ფორმირების შესაძლებლობა გაუჩნდა. 

საპარლამენტო უმრავლესობა ახლა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. მიღებული კანონით ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი