არ გყავს მეზობლები, რომლებიც დაგვემუქრებიან ომით, მაგრამ ვიცით, ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია საერთო უსაფრთხოებაზე | იოჰანესონი

გამოქვეყნდა:

გლობალური გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველო ამ საფრთხეების წინაშე, დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ - ამ და სხვა თემებზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები მეორე დღეა რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსჯელობენ. 

დღევანდელი ღონისძიება საპატიო სტუმარმა, ისლანდიის პრეზიდენტმა გახსნა, რომელმაც ყურადღება მცირე ზომის ქვეყნებზე, მათ პოზიციონირებაზე გაამახვილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ქვეყნები იყვნენ საერთაშორისო და მსოფლიო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ.

"ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ცოტანი ვართ, ამიტომ უნდა მოვერიდოთ ცდუნებას და არ უნდა გადავაფასოთ საერთაშორისო მოვლენებზე ჩვენს მიერ გავლენის მოხდენის უნარი. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის საერთო კეთილდღეობაში. და ალბათ ჩვენ შეგვიძლია, რომ სხვებს მივცეთ რჩევები და გავუზიაროთ ჩვენი წარსული გამოცდილება. ჩვენ არ გვყავს არმია, ვცხოვრობთ კუნძულზე და არ გვყავს ახლო მეზობლები, რომლებიც დაგვემუქრებიან ომითა და ძალადობით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია საერთო უსაფრთხოებაზე. ჩვენ ხშირად გვესმის ავტოკრატი მმართველებისგან, რომ მათ უნდა დაიცვან ქვეყნის, სახელმწიფოს ღირსება და თავმოყვარეობა. მაგრამ, რომ დავფიქრდეთ, ღირსებასა და თავმოყვარეობას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან და ძალის გამოყენებასთან", - თქვა ისლანდიის პრეზიდენტმა.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი