დაჭრა ფონიჭალაში - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

გამოქვეყნდა:

შსს-მ ფონიჭალაჭი მომხდარი დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა. 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული და  16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს- აცხადებენ შსს-ში

დაჭრა ფონიჭალაში 5 სექტემბერს, საღამოს საათებში მოხდა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი