აზერბაიჯანში პოლიციამ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისი დაარბია და დალუქა | oc-media

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პოლიციამ ონლაინ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისები დაარბია - ინფორმაციას oc-media ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მედიასაშუალების ორი ჟურნალისტი ელმირ აბასოვი და არაზ ალიევი. სხვა ჟურნალისტების ადგილსამყოფელი კი უცნობია. 

როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის განუცხადა, ჩატარდა „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის“ საფუძველზე.

შემთხვევის ადგილზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, პოლიციის ჩხრეკა Toplum TV-ის ოფისში გუშინ, დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა და ოფისიც დალუქეს

Toplum TV დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტია, რომელიც 2016 წელს, მედია ადვოკატის ალასგარ მამადლიმ დააარსა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი