ФСБ-მ კარელიაში ბელარუსი აქტივისტი მოკლა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] ინფორმაციით, კარელიის რესპუბლიკაში ტერაქტი აღკვეთეს. დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბელარუსის მოქალაქე ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა. რუსმა სამართალდამცველებმა ის დაკავებისას მოკლეს.

ФСБ-ს განცხადებით, მამაკაცმა წინააღმდეგობის გაწევისას ცეცხლი გაუხსნა უსაფრთხოების ოფიცრებს. 

რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ამოღებულია ასაფეთქებელი საშუალებაც, იარაღი და საბრძოლო მასლაც.

რუსეთის სადაზვერვო სამსახური ამტკიცებს, რომ ლიკვიდირებული პირი უკრაინის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული.

იქამდე კი ტელეგრამ არხ Astra-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს ოლონეცკის რაიონში 49 წლის ნიკოლაი ალექსეევი მოკლეს, რომელიც ბელარუსელი აქტივისტი და 2020 წლის მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილე იყო ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. ალექსეევის სიკვდილი დამოუკიდებელ ბელარუსულ გამოცემა Nasha Niva-ს მისმა ვაჟმა, ვლადისლავ ალექსეევმა დაუდასტურა. 

ჯერჯერობით უცნობია რატომ იმყოფებოდა ნიკოლაი ალექსეევი რუსეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი