„ღირსეული პარტნიორი 2020" - საქართველოში 130 ბრიტანელი სამხედრო ჩამოვიდა

გამოქვეყნდა:

7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) გაიმართება.

სწორედ ამ სწავლების ფარგლებში დღეს საქართველოში 130 ბრიტანელი სამხედრო ჩამოვიდა. ისინი ითანამშრომლებენ ქართველ, ამერიკელ, პოლონელ და ფრანგ მოკავშირეებთან.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი სწავლების მიზანი ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა. 

წელს მრავალეროვნულ წვრთნაში ჯამში 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი