ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გამოყოფს - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას ჰარ შტორემ განაცხადა. 

"უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა", - აღნიშნა შტორემ

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს, მხარი უკვე 15-მა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი