"ჰამასის" განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება

გამოქვეყნდა:

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება - ამის შესახებ "ჰამასის" წარმომადგენლებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც მათმა დელეგაციამ კაირო დატოვა.

"ჰამასის" დელეგაციამ კაირო დღეს დილით, მოძრაობის ლიდერთან კონსულტაციისთვის, მოლაპარაკებებისა და ძალისხმევის გაგრძელების მიზნით დატოვა. რათა შევაჩეროთ აგრესია, დაბრუნდნენ დევნილები და მივიტანოთ დახმარება ჩვენ ხალხამდე", - განაცხადა დაჯგუფებამ.

"ჰამასის" სპიკერის, ჯიჰად ტაჰამის განცხადებით, ისრაელი უარს ამბობს, ცეცხლის შეწყვეტის, იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებისა და ჯარების გაყვანის გარანტიების შესრულების პასუხისმგებლობა აიღოს. 

ისრაელს მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი