კიმ ჩენ ინმა ჩრდ. კორეის არმიას ომისთვის ინტენსიურად მომზადებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხედრო წვრთნებს დაესწრო და არმიას ომისთვის უფრო ინტენსიურად მომზადებისკენ მოუწოდა.

ქვეყნის დასავლეთ რეგიონში საწვრთნელ მოედანზე ვიზიტის დროს კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ საჭიროა სამხედროების უფრო ინტენსიური წვრთნა "ამჟამინდელი სიტუაციის მოთხოვნების შესაბამისად".

"ჩვენმა არმიამ სტაბილურად უნდა გაზარდოს რეალური სამხედრო წვრთნების ინტენსივობა, რომელიც მიზნად ისახავს მისი საბრძოლო შესაძლებლობების სწრაფად გაუმჯობესებას ომისთვის სრული მზადყოფნისთვის," - თქვა მან.

მისი ვიზიტის დროს ჯარებმა ჩაატარეს მანევრები რეალური ომის სიმულაციის პირობებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი