ოფიციალურად: შვედეთი ნატოს 32-ე წევრი ქვეყანა გახდა

გამოქვეყნდა:

შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.

დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.

შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის მარტში გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი