პროტესტი, რომელმაც ქვეყნის რუსიფიკაცია შეაჩერა | ერთი წელი მარტის აქციებიდან

გამოქვეყნდა:

პროტესტი, რომელმაც ქვეყნის რუსიფიკაცია შეაჩერა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ხალხის ნება და ძალა აჩვენა. მარტის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. შარშან, რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციებით სამოქალაქო საზოგადოებამ აიძულა "ქართული ოცნება", უარი ეთქვა ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ქვეყანას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სრული ჩახშობით და დასავლურ სამყაროსთან კავშირების შესუსტებით ემუქრებოდა. თუმცა საფრთხე დღესაც არსებობს და აქტივისტები დღესაც ამბობენ, რომ კვლავ მზად არიან დაიცვან ღირებულებები და იბრძოლონ იმ ადამიანების თვისუფლებისთვის, ვინც სწორედ მარტის აქციების გამო "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი