დეპუტატების სიას ახალი მილიონერი შეემატა. გიორგი ბარვენაშვილი პარლამენტში "ქართული ოცნების" სიით მოხვდა და ამტკიცებს, რომ ფული არ არის მისი მთავარი კაპიტალი, რომლის გამოც სიაში ყოფნა და დეპუტატობა დაიმსახურა. ახალი პარლამენტარი აქტიურ საკანონმდებლო ცხოვრებას გვპირდება, თუმცა აქამდე საზოგადოებას მისი მსგავსი აქტივობა არ ახსოვს. მთავარი, რაც ბარვენაშვილთან დაკავშირებით არის ცნობილი, არის მისი და "ქართული ოცნების" ლიდერების წვეულება კომოს ტბაზე და ამერიკული ვოიაჟები.