
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ, ამირან გამყრელიძე გურიაში, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევბზე საუბრობს და ამბობს, რომ რეგიონში არსებული ვითარება სწორედ ქორწილს უკავშირდება
მისივე თქმით, ახლა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია აჭარის რეგიონი, გურია და რუსთავში "ავერსის" კლინიკის კლასტერი.
ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ, ვცხოვრობთ პანდემიის და ეპიდემიის პირობებში, აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება. თავი უნდა შევიკავოთ...კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება ამას რა სჯობია, მაგრამ დროებით, სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან" ამბობს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გაფრთოებული ეპიდკვლევები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გურიაში გუშინ კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, დღეს კიდევ ერთი დაემატა. ინფიცირებულებს შორის 3 თვის ბავშვიცაა, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დღეს ქვეყანაში, კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა