EU-ს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია, იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც უნდა გადაიდგას | EU-ს წარმომადგენლობის პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციას პასუხობს - გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი დეზინფორმაციაა.

"გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.  ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სწორედ უკრაინის დელეგაციის წევრია  საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი. მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ბრიუსელში, ევროკომისიაში გამართა შეხვედრები, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ"  დასავლეთი გააკრიტიკა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი