
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 37 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 33 ჩამოაგდეს. უწყების თქმით, ოკუპანტები შეტევისას S-300 და Kh-59 ტიპის რაკეტებსაც იყენებდნენ.
"საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 33 შაჰიდი ჩამოვაგდეთ კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქების საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა დროებით დროებით ოკუპირებული ყირიმიდან (ბალაკლავა) გაუშვეს.