ადამიანები, რომლებიც განკარგავენ მილიარდობით ლარს, 4 000 ლარი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ვაპირებთ ათეულში აღმოვჩნდეთ, მსოფლიოს პირველ ათეულში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ახლა, ამ პირობებში, მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები და უნდა მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით, რომ მინისტრებს ჰქონდეთ 4 000 ლარი. ადამიანები, რომლებიც განკარგავენ მილიარდობით ლარს, 4 000 ლარი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ. 

[...] კოეფიციენტების მორგების უფლება მივეცით გუშინდელი ცვლილებით, ხელფასები კი არ გავუზარდეთ, კოეფიციენტები, რომლებიც მიღებულია წლების განმავლობაში და ხმა არ ამოგიღიათ ამაზე, არც შეგიმჩნევიათ, იმიტომ, რომ სწორი იყო იცოდით, გუშინ მოვარგეთ, საშუალება მივეცით ამ კოეფიციენტს მოერგოს, ეს არ არის გასამმაგება და გაოთხმაგება, სამწუხაროდ, ნეტავ სახელმწიფოს იმის საშუალება ჰქონდეს, რომ 4 000-დან 40 000 გახდეს თითოეული ადამიანის ხელფასი. [...] 4 000 ათასი ლარი არაფრით შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომელიც მილიარდობით ლარს განაგებს, დიახ, ამ შემთხვევაში, მართლა შეიძლება რაღაც კორუფციის რისკები გაიზარდოს".

თქვა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. იხილეთ:

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი