
კორონავირუსის მორიგი შემთხვევა გურიაში დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში დაფიქსირდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც ე.წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთვნება.
ეს ოზურგეთში კოვიდ 19-ის მეორე, ხოლო გურიაში ბოლო სამ დღეში - მეოთხე შემთხვევაა.
ამ წუთებში ლაითურში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და დაავადებულის ახლო კონტაქტებს, მათ შორის, მეზობლებს იკვლევენ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.