
საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელიც რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესაში იმყოფებოდა, პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა. განცხადება მიცოტაკისმა ბუქარესტში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა:
„კრემლისთვის მხოლოდ ერთი გზავნილი უნდა გვქონდეს: თქვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი დიდებული მოქალაქეების მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით სრულიად ერთიანი ამ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა მიცოტაკისმა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის პრემიერი უკრაინაში, ოდესაში 6 მარტს იმყოფებოდა, რა დროსაც მისი და ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟიდან 500 მეტრში რუსებმა რაკეტა ჩამოაგდეს.