ეკატერინბურგში პოლიციამ ქალთა უფლებების მხარდამჭერი აქცია ჩაშალა

გამოქვეყნდა:

ქალთა საერთაშორისო დღეს, ეკატერინბურგში პოლიციამ რუსი ქალების უფლებების მხარდასაჭერი აქცია ჩაშალა. ორგანიზატორების განცხადებით, ის ადგილას, სადაც შეკრება იყო დაგეგმილი, სამართალდამცველებმა გადაკეტეს და მიზეზად "საეჭვო ნივთის აღმოჩენა" დაასახელეს. 

"ყველაფერი რაც ხდება, არის პოლიტიკური ტერორი და სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ქალების უფლებების საწინააღმდეგო კანონებსა და ინიციატივებს და არ შევწყვეტთ ხმამაღლა საუბარს ქალების პოლიტიკური უფლებების დაკარგვის, ოჯახში ძალადობის, რეპროდუქციული იძულებისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ. არანაირი ზეწოლა არ შეგვაჩერებს," - განაცხადეს აქტივისტებმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი