ღარიბაშვილის აღმართული კობახიძემ მოანგრია | რკინის ღობე, როგორც მწვავე დაპირისპირების სიმბოლო

გამოქვეყნდა:

ყველაზე აშკარა მაგალითი, რომელიც ადასტურებს უმწვავეს კონფლიქტს ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ყოფილი პრემიერის კადრების წმენდა, მისი გადაწყვეტილებების შეცვლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე და ახლა ყველაზე ღია პროტესტი ღარიბაშვილის მმართველობის სტილს - ირაკლი კობახიძის მითითებით მთავრობის ადმინისტრაციასთან მოანგრიეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღმართული გისოსები. რა მიზანი ჰქონდა პრემიერმინისტრს ამ გადაწყვეტილების მიღებისას და რისი ჩვენება უნდოდა უცნობია - ირაკლი კობახიძეს რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. ამ დრომდე დუმს ექსპრემიერი ღარიბაშვილიც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი