"ჩვენ ეს შევძელით" | 1 წელი მარტის აქციებიდან და შეკრება თსუ-სთან

გამოქვეყნდა:

ეპოქალური და გარდამტეხი სამოქალაქო პროტესტი საქართველოში. ზუსტად ერთი წლის წინ ქართველმა ხალხმა თვალნათლივ და გასაგებ ენაზე აუხსნა ქართული ოცნების ხელისუფლებას თუ რაში მდგომარეობს მისი ნება. ევროპული არჩევანის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ათასობით ადამიანმა სპეცდანიშნულების რაზმების და ტრავმატული იარაღის, მძიმე ტექნიკის და სადამსჯელო მეთოდებისა წინაშე არ დაიხია და საკუთარი სიმტკიცით აიძულა ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლანი უარი ეთქვათ რუსული კანონის მიღებაზე, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს მოუსპობდა. დღეს ახალგაზრდები არ მალავენ, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და კვლავ მზად არიან თავგანწირვისთვის.

თსუ-სთან დღეს ახალგაზრდები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1 წლის წინანდელი მოვლენები და მძლავრი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც გარდამტეხო აღმოჩნდა ქვეყნის ევროპული გზაზე.
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი